თეგი: ბრიჯიტ ბრინკი

ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა განიხილება

უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი არჩევანია, ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, მაგრამ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ მედიას ანონიმურობის პირობით განუცხადეს, რომ ბაიდენი აპირებს ბრინკის წარდგენას. თავის მხრივ, CNN წერს ასევე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული მხარე უკრაინის დასტურს ელის. თავის მხრივ, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის შეფერხება არ მომხდარა უკრაინის მხრიდან და შეერთებულმა შტატებმა ახალი ელჩის კანდიდატი კიევს დაახლოებით ერთი კვირის წინ შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს ასევე განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ჯერ კიდევ განიხილავს.  ამასთან, CBS-ი იტყობინება, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ტელეკომპანიას ორმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას უკვე დათანხმდა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის ვინაობა „ძალიან მალე“ გახდება ცნობილი. „შემიძლია გითხრათ, როდესაც ელჩი იქნება წარდგენილი, ამ ადამიანს ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ეს იქნება ადამიანი, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი და ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მას ექნება ძალიან სამაგალითო გამოცდილება და ცოდნა ამ რეგიონში“. 2018 წელს მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. „არ ვიცი, რა ახსნა აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას, მაგრამ ცხადია, ეს არ არის კარგი, რადგან აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება თავის მთავარ პარტნიორს კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე. არის ასევე საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ თანამდებობაზე სურს არა კარიერული დიპლომატი, არამედ პოლიტიკოსი“, - აცხადებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური 2018 წლის ოქტომბერში. სწორედ მისგან გახმაურდა მედიაში ეს ცნობა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ უარყოფ ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩად შერჩეული ბრიჯეტ ბრინკის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკეს. ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში, ამ თანამდებობაზე ის 2019 წლიდან მუშაობს. ადრე მსახურობდა სერბეთში, უზბეკეთსა და საქართველოშიც. ბრიჯიტ ბრინკი რიჩარდ ნორლანდის ელჩობის პერიოდში მისი მოადგილე იყო და ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, უცხოური მთავრობისგან თანხმობის მიღება ელჩების შერჩევის სტანდარტული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ შეიძლება, გაგრძელდეს დღეებიდან კვირებამდე.

ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტისას, ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების დაბრუნების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ამერიკული მედია სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. ბლინკენი და ოსტინი კვირას გაემგზავრნენ კიევში, სადაც შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს დენის მონასტირსკის. შეხვედრა დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დროს ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში დაბრუნებას ამ კვირაში დაიწყებენ. გარდა ამისა, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკს დანიშნავს. ბრინკი ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში. ამ თანამდებობაზე ის 2019 წლიდან მუშაობს. ამერიკულ მედიაში 2022 წლის იანვარში გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი არჩევანია. ამასთან, CBS-ი იტყობინებოდა, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია, ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ტელეკომპანიას მაშინ ორმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას დათანხმდა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მაშინ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის ვინაობა „ძალიან მალე“ გახდებოდა ცნობილი. „შემიძლია გითხრათ, როდესაც ელჩი იქნება წარდგენილი, ამ ადამიანს ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ეს იქნება ადამიანი, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი და ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მას ექნება ძალიან სამაგალითო გამოცდილება და ცოდნა ამ რეგიონში“. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ბრინკი ადრე მსახურობდა სერბეთში, უზბეკეთსა და საქართველოშიც. ბრიჯიტ ბრინკი რიჩარდ ნორლანდის ელჩობის პერიოდში (2011-2014) მისი მოადგილე იყო და ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, უცხოური მთავრობისგან თანხმობის მიღება ელჩების შერჩევის სტანდარტული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ შეიძლება, გაგრძელდეს დღეებიდან კვირებამდე.  ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ  

ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკელი ვეტერანი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკი წარდგენის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება. ბრიჯიტ ბრინკი, საგარეო სამსახურის უფროსი წევრი, ამჟამად მსახურობს აშშ-ის ელჩად სლოვაკეთის რესპუბლიკაში. მანამდე მუშაობდა ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ბრიჯიტ ბრინკი ასევე მსახურობდა მისიის უფროსის მოადგილედ აშშ-ის საელჩოებში ტაშკენტში, უზბეკეთსა და თბილისში, საქართველოში. ბრინკმა თავისი ოცდახუთწლიანი კარიერა საგარეო სამსახურში გაატარა, რომელიც ორიენტირებულია აშშ-ს პოლიტიკის წინსვლაზე ევროპასა და ევრაზიაში. არიერა სერბეთში, ბელგრადში დაიწყო. წარმოშობით მიჩიგანიდან, ბრიჯიტ ბრინკს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ თეორიაში ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში, ასევე ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში კენიონის კოლეჯიდან. ფლობს რუსულ ენას და სწავლობს სლოვაკურს, სერბულს, ქართულსა და ფრანგულს. ცნობისათვის, ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება.

სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა კარიერული დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა უკრაინაში ელჩად დაამტკიცა. წერს Reuters. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლიდან უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა. ბრინკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სენატმა ერთსულოვნად მიიღო. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. ცნობისთვის, ბრიჯიტ ბრინკი მიჩიგანში დაიბადა. ოჰაიოში, კერძო კოლეჯის დასრულების შემდეგ, პოლიტიკური მეცნიერების ბაკალავრის დიპლომი მიიღო. ბრინკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 1996 წლისდან მუშაობს. მანამდე მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ბრიჯიტ ბრინკი ასევე მსახურობდა მისიის უფროსის მოადგილედ აშშ-ის საელჩოებში ტაშკენტში, უზბეკეთსა და თბილისში. ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა ამერიკელი დიპლომატი ელჩის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად, პრეზიდენტ ზელენსკისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ შეუდგება. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა.  

ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, უკრაინაში შეერთებული შტატების ახალ ელჩს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. ბლინკენმა ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილებას გაუსვა ხაზი. „ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება და რეგიონის საკითხების ცოდნა უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის ამ უპრეცედენტო დროს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.  სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა. მანამდე, ელჩობის კანდიდატმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. ამერიკელი დიპლომატი ელჩის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად, პრეზიდენტ ზელენსკისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ შეუდგება. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი კიევში ჩავიდა

აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკი კიევშია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცნობა, სადაც დასტურდება, რომ ბრინკი კიევში 29 მაისს ჩავიდა. მანამდე ამის შესახებ The Guardian-მა დაწერა.  ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის ბრიჯიტ ბრინკი კიევში საქმიანობას ოფიციალურად მას შემდეგ შეუდგება, როცა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკს რწმუნებათა სიგელს გადასცემს. სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა. მანამდე, ელჩობის კანდიდატმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლიდან უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბრიჯიტ ბრინკი: ჩვენი პრიორიტეტია, უკრაინას თავდაცვაში დავეხმაროთ

აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი, კიევში მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. ის უკრაინის დედაქალაქში დიპლომატიურ მისიას, აშშ-ის ელჩის სამწლიანი არყოფნის შემდეგ ხელმძღვანელობს. ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის ბრინკი კიევში 29 მაისს ჩავიდა. მან უკვე გადასცა რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კიევის ცენტრში პატივი მიაგო უკრაინის დასაცავად დაღუპულთა ხსოვნას. „ჩვენი პირველი პრიორიტეტია დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ხსოვნის დღეს [შეერთებულ შტატებში 30 მაისს აღინიშნა], პატივი მივაგეთ მათ, ვინც დაიღუპა თავსი ქვეყნის დასაცავად. წარვადგინე ჩემი რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და დავიწყე დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - დაწერა ბრინკმა Twitter-ზე.  ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი პირველი ვიზიტით ჰოსტომელს ეწვია

აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი ჰოსტომელს, რუსეთის შეჭრის დაწყებისას ერთ-ერთი სასტიკი ბრძოლების ადგილს ეწვია. „ჩემი პირველი მოგზაურობა კიევს გარეთ - ჰოსტომელის აეროდრომი, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები იბრძოდნენ და მოიგეს ომის ერთ-ერთი პირველი მთავარი ბრძოლა. ჩემი ფიქრები დონბასშია, სადაც ახლა გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს“,  - აცხადებს ბრიჯიტ ბრინკი.  30 მაისს, აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა. აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი კიევში ჩავიდა ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა. მანამდე, ელჩობის კანდიდატმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლიდან უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინაში აშშ-ის ახალმა ელჩმა ხუთი ძირითადი პრიორიტეტი დაასახელა

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა უკრაინაში საელჩოს მუშაობის ხუთი ძირითადი მიმართულება დაასახელა. ამის შესახებ ელჩმა ბრიფინგზე განაცხადა. ბრინკის თქმით, პირველი პრიორიტეტია, დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვებაში. „როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა გუშინ, უკრაინის გვერდით დგომა არ არის სწორი მხოლოდ საჭიროების დროს. ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესია, უზრუნველვყოთ მშვიდობიანი და სტაბილური ევროპა“, - განაცხადა ელჩმა. 2. აშშ-ის საელჩო იმუშავებს იმისთვის, ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს მათ, ვისაც ეს სჭირდება. 3. საელჩო იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსოფლიომ რუსეთს პასუხი აგებინოს ომის დანაშაულებებისა და სისასტიკისთვის. 4. აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების განხორციელების ზედამხედველობა, რათა დავინახოთ, რომ ეს დახმარება მიზანს აღწევს. 5. საელჩოს პლატფორმის აღდგენა და ჩვენი გუნდის დაბრუნება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ბრინკმა ზელენსკის რწმუნებათა სიგელები გადასცა

აშშ-ის ელჩმა უკრაინის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ბრინკმა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. „როგორც ელჩი, ვაცხადებ, რომ ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ერთგული, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, ერთიანი, თავისუფალი, მშვიდობიანი და დემოკრატიული ქვეყნის, რომელიც ევროპის ნაწილია, - განაცხადა დიპლომატმა. როგორც ცნობილია, 30 მაისს აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა. ბრინკი კიევში 29 მაისს ჩავიდა. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინა სარაკეტო სისტემების მოქმედების დიაპაზონს თავად განსაზღვრავს

უკრაინული ძალები თავად განსაზღვრავენ HIMARS-ის სისტემების მოქმედების დიაპაზონს. შესაბამისი განცხადებით უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი გამოვიდა. ბრინკმა 2 ივნისს, პრეზიდენტ ზელენსკის რწმუნებათა სიგელი გადასცა. „როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა გუშინ განაცხადა, ხელი მოეწერა 700 მილიონი აშშ დოლარის უსაფრთხოების დახმარების პაკეტს. ეს მოიცავს HIMARS-ის შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს. უკრაინაში აშშ-ის ახალმა ელჩმა ხუთი ძირითადი პრიორიტეტი დაასახელა ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს ეს დაეხმარება უკრაინულ ძალებს, უფრო ზუსტი დამიზნებისთვის, მაგრამ ასევე ექნებათ მოქმედების უფრო დიდი მანძილი. ზუსტ დიაპაზონს თავად უკრაინული ძალები განსაზღვრავენ “, - განუცხადა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრიჯიტ ბრინკი ომით განადგურებულ ბოროდიანკას ეწვია

აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი ბოროდიანკას ეწვია, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის პირველ კვირებში ბრძოლების შედეგად ძლიერ დაზიანდა. აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი პირველი ვიზიტით ჰოსტომელს ეწვია „ქალაქი რუსეთის სასტიკი ომის დროს ჩადენილი სიმხეცის მოწმე გახდა, მათ შორის ოჯახები, რომლებიც საკუთარ სახლებში დახოცეს. ეს მხოლოდ ამტკიცებს ჩემს გადაწყვეტილებას, გავაკეთო ყველაფერი, რომ ჩადენილი სისასტიკისთვის დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, - დაწერა ბრინკმა Twitter-ზე. 30 მაისს, აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა. აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი კიევში ჩავიდა ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა. მანამდე, ელჩობის კანდიდატმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლიდან უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. 

ბრიჯიტ ბრინკი ირპენში ჩავიდა

აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი ირპენში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვხდა. შესაბამისი განცხადება უკრაინაში აშშ-ის ელჩმა Twitter-ზე გაავრცელა. „რუსეთის სასტიკი ომის დასაწყისში ირპენის სურათებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. დღეს მე შევხვდი ხალხს, მამაც პიროვნებებს, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს, დაბლოკეს რუსეთის წინსვლა დედაქალაქში და რომლებიც ახლა მოწადინებულნი არიან, აღადგინონ თავიანთი საზოგადოება. ისინი გვაძლევენ ყველას ძალას. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, - წერს ბრინკი. შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს, უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა  პრეზიდენტს ზელენსკის რწმუნებათა სიგელები გადასცა.

უკრაინამ უკვე მიიღო $1 მილიარდის დახმარება, კიდევ $7,5 მილიარდი გზაშია - ბრიჯიტ ბრინკი

ამერიკის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, უკრაინამ უკვე მიიღო $1 მილიარდის დახმარება, კიდევ $7,5 მილიარდი კი გზაშია. შესაბამისი ტექსტი ელჩის Twitter გვერდზე განთავსდა. „უკრაინის გვერდით დგომა ნიშნავს მისი ეკონომიკის გაძლიერებას. 1 მილიარდი დოლარის პირდაპირი მხარდაჭერა უკვე აქ არის, რათა უკრაინა და მისი ხალხი წინ წავიდნენ, და კიდევ, 7,5 მილიარდი დოლარი გზაშია. ჩვენი დახმარება მიეწოდება მათ, ვისაც ეს სჭირდება და მხარს უჭერს სუვერენულ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და აყვავებულ უკრაინას", - წერს ამერიკელი დიპლომატი. რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $6 მილიარდის ოდენობით უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწია. ბრიჯიტ ბრინკი ირპენში ჩავიდა ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინა სარაკეტო სისტემების მოქმედების დიაპაზონს თავად განსაზღვრავს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება

შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს უკრაინას დასჭირდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, რადგან, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ეს არის ზნეობრივად აღმაშფოთებელი, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი თავდასხმა სუვერენულ ერზე“, - განაცხადა ბრინკმა. შოლცი: G7 მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ეს საჭირო იქნება ელჩის შეფასებით, ამერიკის სასიცოცხლო ინტერესშია ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება, რადგან ეს არის ის, რაც უკრაინას სცილდება.  

ბრიჯიტ ბრინკი კიევის რეგიონში, მაკარივს ეწვია

უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი კიევის რეგიონის ქალაქ მაკარივს ეწვია. ამის შესახებ ელჩმა Twitter-ზე განაცხადა. „შემძრა იმ ადამიანების ისტორიებმა, რომლებიც რუსეთის სასტიკი თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ. ვამაყობ აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარებით, რათა მას შეუძლია უკრაინის აღდგენა“, - წერს ამერიკელი დიპლომატი. ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება ელჩმა ასევე გადაუხადა მადლობა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას მაკარივში გაწეული სამუშაოსთვის ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

აშშ-ის ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმას დაუშვებელი უწოდა და განაცხადა, რომ კრემლი საკვების იარაღად გამოყენებას განაგრძობს. უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს „ეს დაუშვებელია. რუსეთმა საპორტო ქალაქ ოდესაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის დაშვების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 24 საათზე ნაკლებ დროში თავდასხმა განახორციელა. კრემლი განაგრძობს სურსათის იარაღად გამოყენებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს", - წერს ბრინკი Twitter-ზე.  რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა,  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

შეერთებული შტატები ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადების საკითხს განიხილავს - ბრიჯიტ ბრინკი

უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხს შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს.  ბრინკის შეფასებას უკრაინული მედია ავრცელებს. „რაც შეეხება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადებას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. „ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა ამერიკის ელჩმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში. Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადების შესახებ რეზოლუცია ივნისში მიიღო. ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინის მიერ ტერიტორიების გათავისუფლების საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებს

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა კვირა საღამოს განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, უკრაინის მიერ აღმოსავლეთში ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საპასუხოდ მოხდა. „ეს არის რუსეთის აშკარა პასუხი უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლებაზე: სარაკეტო იერიში კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტუროს განადგურების მცდელობაა“, - აღნიშნავს ბრიჯიტ ბრინკი. ოფიციალური ინფორმაციით, კვირას ხარკოვის მახლობლად მდებარე ინფრასტრუქტურული ობიექტის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, რუსეთის ძალებმა რამდენიმე რეგიონის მიმართულებით, 11 საკრუიზო რაკეტა გაისროლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვში, ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე მიიტანა იერიში. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, „რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში ელექტროენერგია სრულად გათიშულია. ნაწილობრივი გათიშვაა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და სუმის რეგიონებში“. უკრაინული მედია წერს, რომ შვიდი რაკეტა მხოლოდ დნეპროპეტროვსკის რეგიონში ჩამოაგდეს. ქალაქ დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორმოცდაშვიდი სახლი დაზიანდა. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა შეიძლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს, რადგან რუსები ცდილობენ, უკრაინა ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვონ.  

რუსული აქტივების კონფისკაცია, უკრაინის აღდგენა - რაზე ისაუბრეს ამერიკის ელჩმა და უკრიანის პრემიერმა

პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე განაცხადა. „აშშ-ის ელჩთან განვიხილეთ აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერის ნაბიჯები. მათ შორის ფინანსური დახმარება, რუსული აქტივების კონფისკაცია, უკრაინის აღდგენა. ჩვენ ვეძებთ ახალ ინსტრუმენტებს უკრაინის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით“, - წერს დენის შმიგალი. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა გაეროს ორგანიზაციების მეშვეობით 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინაში ჰუმანიტარული პროგრამებისთვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ელჩი ბრინკი: აშშ დაეხმარება უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვასა და აღდგენაში

შეერთებული შტატები უკრაინას საჰაერო თავდაცვას და ენერგეტიკულ დახმარებას გაუწევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებას. შესაბამისი განცხადება ამერიკის ელჩმა გააკეთა.  „რადგან რუსეთი მიზნად ისახავს სითბოს, წყალსა და ელექტროენერგიას უკრაინაში ყველა ადამიანისათვის, მათ შორის ბავშვებისა და მოხუცებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას რუსეთის ბარბაროსული ესკალაციის წინააღმდეგ. ასვვე გავუწევთ ენერგეტიკულ დახმარებას უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვასა და აღდგენაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა უკრაინაში.  მანამდე შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაზიანებული ელექტრო ქსელების შეკეთებისა და აღდგენისთვის 53 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.   

ბრიჯიტ ბრინკი ხერსონის დაბომბვაზე: ეს მართლაც საშინელებაა, განსაკუთრებით შობის წინა ღამეს

შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა, ხერსონზე რუსული ჯარების მორიგი სასტიკი თავდასხმა დაგმო, რომლის დროსაც სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.  რუსეთის ძალების მიერ ხერსონის დაბომვის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა „დღეს რუსეთის მორიგი სასტიკი თავდასხმა განხორციელდა ახლახან გათავისუფლებულ ხერსონზე. ქალაქის მცხოვრებნი უკვე ძალიან დაზარალდნენ, როდესაც რუსმა ჯარებმა უკან დაიხიეს, ქალაქში ელექტროენერგია და წყალმომარაგება გაითიშა. წინასწარი მონაცემებით, ბევრია დაღუპული და დაჭრილი. ეს მართლაც საშინელებაა, განსაკუთრებით შობის წინა ღამეს“, - წერს ბრინკი Twitter-ზე.  შეგახსენებთ,რომ 24 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხერსონის ცენტრი, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა.  

ბრინკი რუსეთის მასიური სარაკეტო შეტევის შემდეგ: უკრაინას ახლა სჭირდება დაფინანსება

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება დაფინანსება. რათა მომავალ წელს გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისთვის. აშშ-ის ელჩმა გამოაქვეყნა „სქრინშოტი“ შეტყობინებებით კიევში საჰაერო თავდასხმისა და დედაქალაქში რაკეტების გაშვების შესახებ. „ეს არის ის, რასაც უკრაინელები დღეს თავიანთ ტელეფონებზე (შეტყობინება საჰაერო განგაშის შესახებ) ხედავენ: შედეგად, მილიონობით კაცი, ქალი და ბავშვი იმყოფება ბომბის თავშესაფრებში, რადგან რუსეთი რაკეტებს ისვრის მთელ ქვეყანაში. უკრაინას ახლა სჭირდება დაფინანსება, რომ გააგრძელოს ბრძოლა ასეთი საშინელებისგან თავის დასაცავად 2024 წელს,“ - ამბობს ელჩი. უკრაინაში რუსეთის მასირებული იერიშისას 18 ადამიანი დაიღუპა  

„არც დღე, არც საათი და არც წამი გვაქვს დასაკარგი, აქ ხალხი ყოველდღე კვდება“ - აშშ-ის ელჩი კონგრესს უკრაინის დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ცდილობს დააჩქაროს ახალი დაფინანსების დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ არ არსებობს „გეგმა B“ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი უარს იტყვის ინიციატივის მხარდაჭერაზე, ამბობს აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი. „არა, ჩვენ არ გვაქვს "გეგმა B", რადგან ჩვენ ასი პროცენტით ვართ ორიენტირებულები "გეგმა A"-ზე. კონგრესი მხარს უჭერს პრეზიდენტის თხოვნას და პრეზიდენტი ხელს აწერს დამატებით მოთხოვნას უკრაინასთან დაკავშირებით," - აღნიშნა ბრინკმა. ელჩის თქმით, კონგრესზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებს აშშ უკრაინის დახმარებას. ბრინკმა ასევე აღნიშნა, რომ ორჯერ ესაუბრა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს. მისი თქმით, „ის მხარს უჭერს უკრაინას“ და ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა წააგო ეს ომი. „ჯერ ვერ გეტყვით ზუსტ დროს. მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ - პრეზიდენტი და ყველა ჩვენ, ვინც მის ადმინისტრაციაში ვმუშაობთ - ჩვენ ძალიან ვცდილობთ ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გატანას. ჩემი გზავნილი იყო: დასაკარგი დრო არ არის, დასაკარგი არც დღეა, არც საათი, არც ერთი წამი. აქ ხალხი ყოველდღე კვდება,“ - დასძინა დიპლომატმა. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.